LIT+ART Blog

•

    • about
  • ვერონიკა: სიკვდილი სცენაზე, სიცოცხლე თასმებში

    რამდენიმე წლის შემდეგ, თავიდან ვნახე კიშლოვსკის ,,ვერონიკას ორმაგი ცხოვრება”. ბლოგებს აღარ ვწერთ, აღარც გვჭირდება ალბათ, თუმცა მომინდა, ეს მოგონება შემენახა. ვერონიკა მარიონეტია, უფრო სწორედ ერთ-ერთი მათგანი. მას ალექსანდრე მაშინ უყვარდება, როცა ხედავს, როგორ მართავს ის თოჯინებს. ბედნიერებას კი მაშინ პოულობს, როცა მის „თასმებში“ თავადაც გაებმება. შესაძლოა, ეს ბედთან შეგუებას ნიშნავს, იმის გაცნობიერებას, რომ თავისუფალი არჩევანი, — read more

    იან 9, 2026
  • ცხრა ფილმი საკუთარი თავის ძიებაზე

     ვიმ ვენდერსის “ცა ბერლინის თავზე” (1987) ვიმ ვენდერსის ფილმში ანგელოზები სამყაროს შავ-თეთრად ხედავენ და ადამიანად გადაქცევაზე ოცნებობენ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების სამყაროში ბევრი ტკივილი, უსიამოვნო ფიქრი და სიკვდილისადმი ლტოლვაა, ანგელოზების მარადიული ყოველდღიურობა უსახური და მოსაწყენი ჩანს. ერთი შეხედვით, “ცა ბერლინის თავზე”  ანგელოზის მიერ ადამიანად ტრანსფორმაციის პროცესზეა, თუმცა ამავე დროს, ეს არის ამბავი საკუთარი თავისგან გაუცხოებულ, — read more

    იან 5, 2019
  • თვითიდენტიფიკაციის პრობლემა და ორჰან ფამუქის “შავი წიგნი”

    1995 წელს ვინმე ბინჯამინ ვილკომირსკმა გერმანიაში გამოსცა მემუარები, სადაც აღწერდა თავის ბავშვობას მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, საკონცენტრაციო ბანაკში. პატარა ებრაელი ბიჭის ამბავმა, რომელსაც ვერც კი გაერკვია რა ხდებოდა სამყაროში, რატომ დააშორეს ოჯახს, და რატომ მოკლეს დედამისი მის თვალწინ, დიდი რეზონანზი გამოიწვია. მემუარები თარგმნეს თორმეტ ენაზე, დაიმსახურა ებრაული ლიტერატურის ჯილდო, მოექცა როგორც ბეჭდური მედიის, ასევე ტელევიზიების — read more

    თებ 25, 2016
  • ჰარუკი მურაკამის „1Q84” 

         2015 წლის 23 ივლისს დედამიწიდან 1400 სინათლის წელიწადის მანძილზე, ნასას კოსმოსური ტელესკოპმა კეპლერმა აღმოაჩინა პლანეტა, რომელიც დედამიწის მსგავსია,   Kepler 452b  სხვა სახელებთან ერთად, მოიხსენიეს, როგორც დედამიწა 2.0 და არ გამორიცხეს მასზე სიცოცხლის არსებობა.  ბევრმა ხუმრობით აღნიშნა, რომ შესაძლებელია დედამიწა 2.0–ზე პარალელური სამყარო არსებობდეს. ჰარუკი მურაკამის დისტოპიური რომანი „1Q84” მის მაგნუს ოპუსადაც შეიძლება მივიჩნიოთ. — read more

    ივლ 31, 2015
  •   ანრი მატისი „მხატვრის ჩანაწერები“ 1908 წ.

    რასაც მე ყველაზე მეტად ვემხრობი, არის ექპრესია. ექპრესია, ჩემი აზრით, არ მდგომარეობს ადამიანის სახეზე ემოციათა მხურვალების გამოსახვაში, ან უხეშ ჟესტებში. ჩემი ნახატის მთლიანი განლაგება არის ექსპრესიული… კომპოზიცია დეკორატიული მანერით სხვადასხვა ელემენტების განლაგების ხელოვნებაა, რომელსაც  მხატვარი ემოციების გამოსახატავად იყენებს. ორივეს, ფერის ჰარმონიასა და დისონანსაც შეუძლია სასურველი ეფექტის მიღება. ხშირად, მშვიდად მუშაობას, ჩემი უშუალო, ზერელი ფერთა შეგრძნებათა — read more

    ოქტ 5, 2014
  • უმბერტო ეკოს „ვარდის სახელი“

    არსებობენ წიგნები, რომელთა წაკითხვაც ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას თავისუფლად შეიძლება. ასევე, არსებობენ წიგნები, რომლებსაც უნდა მიწვდე, თუნდაც ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომ თაროზე იდოს. წიგნები, რომელთა სახელები ვიცით, რომელთა არწაკითხვაც გვესირცხვილება, მაგრამ ამავე დროს, გვაშინებენ. გვაშინებენ ისევ და ისევ ინტელექტუალური ამპარტავნების, ანუ სწორად ვერ გაგების, აღქმის გამო და არა, იმ კონტექსტით, რითაც ეკო იყენებს ამ ორ — read more

    ივლ 18, 2014
  • ჟოზე სარამაგოს “სიკვდილი ისვენებს”

    წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც არავინ კვდება, არც ავარიაში, არც თვითმკვლელობისას, არც სიბერით. ახლა კი წარმოიდგინეთ სიკვდილი, რომელიც ადამიანის სახეს იღებს. სარამაგოსთვის სიკვდილი ქალია. უცნაურია, მაგრამ  სიკვდილი ჰუმანურიცაა, იმიტომ რომ კლავს(!), და ამავდროულად დახვეწილიც. რომანის კითხვისას, რამდენიმე კითხვა უჩნდება მკითხველს: 1)      თუკი სიცოცხლე ადამიანის თანდაყოლილი უფლებაა, არის თუ არა სიკვდილიც მისი უფლება. 2)      რა არის მორალი? იცვლება — read more

    თებ 7, 2014
  • ნაწყვეტი მონდრიანის ესედან

    პლასტიკური ხელოვნება და წმინდა პლასტიკური ხელოვნება “ხელოვნება ჩვენ გვაიძულებს იმის გაცნობიერებას, რომ არსებობენ უცვლელი კანონები, რომლებიც განსაზღვრავენ კომპოზიციის აგების პრინციპებსა და მისი შემადგენელი ელემენტებისთვის დამახასიათებელ ურთიერთკავშირს. ეს კანონები უნდა მივიჩნიოთ დამატებით კანონებად ექვივალენტობის ფუნდამენტურ კანონთან, რომელიც ქმნის დინამიურ ბალანსს და გამოავლენს რეალობის ნამდვილ შინაარსს. მიუხედავად სამყაროს ქაოტურობისა, ინსტიქტსა და ინტუიციას მიყავს კაცობრიობა ბალანსისაკენ. ხელოვნება უდაოდ — read more

    იან 8, 2014
  • სალმან რუშდის „შუაღამის შვილები“

    ადამიანები ხშირად ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას სამშობლოსთან, განიცდიან ქვეყნის ბედს, იზიარებენ და ცვლიან  მის ისტორიას. არჩევნები, მიტინგები, სამოქალაქო ომები და რევოლუციები ამის თანმდევი პროცესია. რომანის გმირი იბადება 1947 წლის 15 აგვისტოს, ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების ღამეს.  სალემ სინაის, რომელსაც სახეზე აღებეჭდა ინდოეთის რუკა და თავისი ცხოვრება ქვეყნის ისტორიად აქცია,ვერ შეძლო თვალების დაუხამხამებლად ეცქირა სამყაროსათვის, შეიძლება მისი — read more

    დეკ 28, 2013
  • პოლ ოსტერის “ნიუ-იორკული ტრილოგია”

    „მარტო ამას ვიტყვი: ისმინეთ ჩემი ნაამბობი. მე ვარ პოლ ოსტერი. ეს არ არის ჩემი ნამდვილი სახელი.“      ერთი შეხედვით, ყოველი ნაწარმოები ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი რეალური სამყაროს პარალელურად არსებობს, ჩვენ ვგრძნობთ მათ მატერიალურობას, ვეხებით წიგნს, ვფურცლავთ, ვდებთ მასში სანიშნს ან ვწყვეტთ კითხვას რომელიმე პარაგრაფის შემდეგ… წიგნის სათაური, ავტორის ფსევდონიმი, წინასიტყვაობა, ეპიგრაფი, თავები და ა.შ. გვაძლევენ საშუალებას — read more

    სექ 19, 2013
შემდეგი გვერდი→

Blog at WordPress.com.

 

Loading Comments...
 

    • გამოწერა Subscribed
      • LIT+ART Blog
      • Join 44 other subscribers
      • Already have a WordPress.com account? Log in now.
      • LIT+ART Blog
      • გამოწერა Subscribed
      • რეგისტრაცია
      • შესვლა
      • Report this content
      • View site in Reader
      • Manage subscriptions
      • Collapse this bar